რუსთავის ავტო-ბაზრობის მიმდებარედ 2 ბაიკერი დაჭრეს

რუსთავში ახალგაზრდებს შორის მომხდარი შელაპარაკება, 2 ბაიკერის დაჭრით დასრულდა.
შემთხვევა რუსთავის ავტო-ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

დაჭრილი ახალგაზრდები რუსთავის საავადმყოფოში ჰყავთ გადაყვანილი, სადაც მათ ოპერაცია უტარდებათ.

“პაციენეტებს ახალგაზრდებს აღენიშნებათ, ნაკვეთ-ნაჩხვრეტი ჭრილობები. ერთ-ერთს ოპერაცია ჩაუტარდა, მეორეს კი ჭრილობები დავუმუშავეთ,”- განაცხადა ექიმმა, დავით გოგოძემ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-წლამდე პატიმრობას ითვალსწინებს.

Facebook Comments

ახალი დადებული