კრიპტოვალუტა

უპრეცედენტო შემთხვევა – რესტორან „საბატონი“-ში მომსახურების გადახდა ქართული კრიპტოვალუტით მოხდება

 1 ოქტომბრიდან რესტორან „საბატონი“-ში მისული სტუმრები მომსახურების საფასურის გადახდას ქართული კრიპტოვალუტით „AISI Coin”-ითაც შეძლებენ. შესაბამისი შეთანხმება რესტორნის ადმინისტრაციასა და „ლუნა გრუპის“ დამფუძნებლებს შორის უკვე მიღწეულია. საზოგადოების მეტად ინფორმირებისთვის კი პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ერთობლივ ალა-ფურშეტს მართავენ, რომელზეც დასწრება ყველა დაინტერესებულ ჟურნალისტს და აისი კოინის მფლობელ პირებს ან მისი შეძენის მსურველებს შეუძლიათ. ღონისძიებაზე ჟურნალისტებს ნებისმიერი კითხვის დასმისა და მათზე ამომწურავი პასუხების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

„ეს  მართლა უპრეცედენტო ფაქტია. პირველად საქართველოში რამდენიმე იურიდიულმა პირმა გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტის, კონკრეტულად კი, „აისი კოინის“ მიღება გადაწყვიტა. პირველი მათგანი რესტორანი „საბატონი“ აღმოჩნდა, რომლის ადმინისტრაციამ ძალიან სერიოზული და ვფიქრობ, მათთვის და მათი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი და საკმაოდ სარგებლიანი ნაბიჯი გადადგა. დაინტერესება კიდევ რამდენიმე ორგანიზაციამ გამოთქვა.

ფაქტი ისაა, რომ ქართულ ბიზნესსექტორმა ტექნოლოგიური მიღწევების რაციონალურად გამოყენება დაიწყო და ეს ძალიან სასიხარულოა. გარდა ამისა, ამ სისტემის ინტეგრირება ხარჯებსაც ამცირებს და ეს ცალკე სასაუბრო თემაა. მაგალითისთვის, როდესაც რომელიმე კაფეში მომსახურების საფასურს ვიხდით ბარათით,  კაფის მეპატრონე იხდის გადახდის ტერმინალის საკომისიოს და ა.შ. აისი კოინის შემთხვევაში კი საკომისიო ნულია და თან ის მომენტალურად აისახება კომპანიის ბალანსზე.

გარდა ამისა, ვიცით, რომ საქართველო მაინერების რაოდენობით, მსოფლიოში მესამე ადგილზე იმყოფება.  3000-ზე მეტი ადამიანი კი უკვე  აისი კოინის მომხმარებელია. და თუ მათ ამ დრომდე მხოლოდ ბირჟაზე ვაჭრობა შეეძლოთ, ან თანხის გაქეშება გარკვეული საკომისიოს დათმობით, ახლა მომსახურების გადახდა პირდაპირ აისი კოინით არის შესაძლებელი. ეს კი, როგორც აღვნიშნე, დამატებითი ხარჯების გაღებას საკომისიოს სახით სულაც არ მოითხოვს.

გამოყენების თვალსაზრისითაც ძალიან მარტივი პროცედურაა. გადახდა მოხდება QR კოდით, ანდროიდის ტელეფონით. მზადდება აპლიკაცია აიფონის მომხმარებლებისთვისაც. ანუ მარტივი სკანირების საფუძველზე იქნება საშუალება, განხორციელდეს გადახდის პროცესი. მალე დავამზადებთ ბარათებსაც და აისის მომხმარებლები, უკვე ამ ბარათებით სარგებლობასაც შეძლებენ“ – განაცხადა „ლუნა გრუპის“ დამფუძნებელმა, გიორგი შერვაშიძემ.

Facebook Comments