ყველანაირად ვცდილობდი, რომ ხორავას ქუჩის უბედურებაზე არაფერი დამეწერა

..ყველანაირად ვცდილობდი, რომ ხორავას ქუჩის უბედურებაზე არაფერი დამეწერა. ტელეგადაცემებშიც მაქსიმალურად ვიკავებდი თავს, მაგრამ ის, რაც დღეს “თბილისელებთან” ე.წ. “გაერთიანებული ოპოზიციის” შეხვედრაზე ვნახე (რ2-ით), იყო ამაზრზენი და შემაძრწუნებელი.
საშინელი იმიტომ, რომ იქ იდგნენ გაუბედურებული მამები, რომლებიც მხარს უჭერენ გრიგოლ ვაშაძეს.

გრიგოლ ვაშაძეს, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, ვინც იქვე, იმავე დარბაზში და იმ მიკროფონის მეშვეობთ, რომლითაც უდიდესი ტკივილის მატარებელი მამები საუბრობდნენ, პირველ გასაკეთებელ საქმედ დასახა რომ თავისუფლებას მისცემს არსებებს, რომელთა ბრძანებით უამრავი ქუჩაში მოკლული, ციხეებში დახოცილი, ჯანმრთელობა განადგურებული, სარჩო-საბადებელ და მომავალ წართმეული ახალგაზრდები ჰყავს საქართველოს.
და ეს გვითხრა ყველას. ჩვენც და უდიდესი ტკივილის მატარებელ მამებს.
დარბაზში მსხდომნი კი ტაშს უკრავდნენ და ოვაციების აფრქვევდნენ”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტი, გია გაბრიჩიძე.

Facebook Comments

ახალი დადებული