განათლება

ხვალ გოეთეს ინსტიტუტში ენების ევროპული დღე აღინიშნება

Nusagi

30 სექტემბერს 11:00 საათზე საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების (EUNIC -European Union National Institutes for Culture) ორგანიზებით ენების ევროპული დღე გაიმართება. 

 ღონისძიებას მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

პროგრამა მთელი დღის განმავლობაში მოიცავს კონკურსებს, ვორქშოფებს და მრავალ სხვაგასართობ და შემეცნებით აქტივობებს ევროპის ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების აღსანიშნავად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 8-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები.

წლევანდელი ღონისძიების სპეციალური სტუმარია ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე, რომელიც მშობლებისთვის გამართავს საჯარო ლექციას თემებზე: მოტივაციის როლი სწავლების პროცესში; უცხოური ენის შესწავლის ოპტიმალური ასაკი და აუცილებელი წინაპირობები.

ენების ევროპული დღე  ევროპის საბჭოს მიერ 2001 წელს ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად დაწესდა. ეს დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება და მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები 800 მილიონი ადამიანის წახალისება – ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ.

გოეთეს ინსტიტუტში ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი პროგრამიდან აღსანიშნავია:

 ნორჩი  მწერლების  კონკურსი, სადაც მოსწავლეები დაწერენ მოკლე მოთხრობებს. ჟიურის წევრები იქნებიან ცნობილი ქართველი მწერლები – ანა კორძაია-სამადაშვილი და პაატა შამუგია. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან განსაკუთრებული პრიზებით.

კონკურსი  გამოიცანი  მელოდია, სადაც მონაწილეები ჯგუფურად შეეჯიბრებიან ერთმანეთს და გამოიცნობენ სხვადასხვა ქვეყნის ჰიტებს.

ვორკშოპი “გვესაუბრე ჩვენც“, სადაც  ბავშვები თავად ასწავლიან სტუმრებს ჟესტების ენაზე გარკვეულ საკომუნიკაციო ფრაზებს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,326,491 ნახვა
%d bloggers like this: