საგამოძიებო სამსახურმა წელს, რუსეთში ზაფხულის არდადეგებზე დაღუპული ბავშვების შემზარავი სტატისტიკა გამოაქვეყნა

2018 წლის ზაფხულის არადადეგების პერიოდში, არაორგანიზებული დასვენების დროს რუსეთში 492 ბავშვი დაიღუპა, მათგან 343 დაიხრჩო, – ასეთი შემზარავი სტატისტიკა გაასაჯაროვა პრესკონფერენციაზე  ბავშვთა უფლებების დარგში რუსეთის პრეზიდენტის რწმუნებულმა ანა კუზნეცოვამ ქვეყნის საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად.

პრესკონფერენცია აქცია „უსაფრთხო ბავშვობის“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის პირველი ეტაპის შედეგებს მიეძღვნა, რომელიც 1 ივლისიდან 31 აგვისტოს მოიცავდა და რუსეთის 78 რეგიონში ჩატარდა.

შემოწმებული იქნა 42 599 ობიქტი, 12ათასზე მეტი საბავშვო მოედანი, 3 ათასზე მეტი სპორტული მოედანი, 3 ათასზე მეტი პლიაჟი და წყალსაცავი, ასევე შემოწმდა 2 ათასზე მეტი საბავშვო ბანაკი.

ყველაზე მეტი დარღვევა აღმოჩენილი იქნა საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, კერძოდ, არასწორად და არამყარად დამონტაჟებული საქანელები, ფეხბურთის კარები, არმატურა,  სკამები და დიდი ოდენობით ორმოები.

ამასთან, გამოიკვეთა, რომ ატრაკციონებზე მომხდარი უბედური შემთხვევბის დროს, ყოველთვის მუნიციპალიტეტი არ არის პასუხისმგებელი. ხშირად აღნიშნული ტერიტორიები კერძო საკუთრებაა, რომელთა მფლობებლების პოვნა უმეტეს შემთხვევაში ვერ ხერხდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთში, საბავშვო მოედნებზე ყოველწლიურად 40 ათასი უბედური შემთხვევა ხდება, ყოველი მეათე კი, სიკვდილით მთავრდება.

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული