McDonald’s-ი საკვებში ხელოვნურ დანამატებზე უარს ამბობს

სწრაფი კვების რესტორნების ქსელი McDonald’s-ი აცხადებს, რომ თავის საკვებ პროდუქტებს ხელოვნური დანამატების გარეშე დაამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი კომპანიის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

McDonald’s-ის 7 კლასიკური ბურგერი, მათ შორის ყველი, სოუსები და პურის სახეობები კონსერვანტების, საღებავებისა და არომატიზატორების გარეშე დამზადდება. ცვლილება ასევე შეეხება ყველა სახის სენდვიჩსაც. 

თავდაპირველად ეს ცვლილება აშშ-ში მდებარე რესტორნებში ამოქმედდება, მოგვიანებით კი მთელ მსოფლიოში არსებულ ქსელზე გავრცელდება. ამასთან, კომპანიაში ამბობენ, რომ ხელოვნურ დანამატებზე უარის თქმის შემდეგ, McDonald’s-ის საკვების გემო არ შეიცვლება.

Facebook Comments

ახალი დადებული