7 ნოემბერს „იმედში“ ძირს ვეგდე ტყვიამფრქვევმობჯენილი, დღეს კი დილიდან საღამომდე ბოკერიაა გაკვეხებული, სირცხვილი პატარკაციშვილების ოჯახს

პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ  გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ტელეკომპანიები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ  პრეზიდენტობის კანდიდატები არათანაბარ პირობებში არიან.

„ „მაესტრო“ რომ საერთოდ არსებობდა, იცით თქვენ, რომ ამის გამო ბევრი დუბინკა მომხვდა, ტელეკომპანია „იმედის “ ფოიეში კი ძირს ვეგდე და კეფაზე ტყვიამფრქვევი მქონდა მობჯენილი 7 ნოემბერს. დღეს კი, „იმედში“ დილიდან საღამომდე გაკვეხებული არის ბოკერია და მე აკრძალული ვარ, არ ვიცი რა ვთქვა, სირცხვილი პატარკაციშვილების ოჯახს. „იმედში“ რომ ვრეკავთ და ჩვენს ანონსებს ვეუბნებით, ხითხითებენ . ამ არხმა სააკაშვილის დროინდელ „რეალტივის“ გადააჭარბა. ტელეკომპანია „იმედთან“ და ტელეკომპანია „მაესტროსთან“ შედარებით თქვენ ხართ ფრთიანი ანგელოზები. დასამალი არ არის, რომ ვაშაძეს, ბაქრაძეს და სალომე ზურაბიშვილს აქვთ პრიორიტეტი. თუმცა იმას არ გიკარგავთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვა არხებისგან განსხვავებით, ჩვენ გვპასუხობს, გადაცემაში უკვე მეორედ მიმიწვია. სულ არაფერს რა თქმა უნდა სჯობია, თუმცა ევროპული სტანდარტებისგან ჯერ კიდევ შორსაა”,-განაცხადა კახა კუკავამ.

Facebook Comments

ახალი დადებული