საზოგადოება ხელოვნება და კულტურა

არ მინდა ისევ 20 წლის ვიყო – მონიკა ბელუჩის 11 ციტატა ცხოვრებაზე

იტალიური კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავი, პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარებული მონიკა ბელუჩი 54 წლის გახდა. მიუხედავად ასაკისა, მონიკა მილიონობით ადამიანის შთაგონებაა პოდიუმებზე, ფილმებში და ინტერვიუებშიც კი.

ჟურნალმა ს ELLE-მ მონიკა ბელუჩის  11 ციტატა შეაგროვა, რომელიც მკითხველს დააფიქრებს და ფილოსოფიური თვითანალიზისკენ  უბიძგებს.

1. არ ვიცი, არის თუ არა იდეალური ის ბალანსი, რომელსაც მე მივაღწიე. სანამ არ ვიყავი მზად, არ მიჩქარია დედად გახდომა. ახლა ვცდილობ, შვილების მოთხოვნილებებს შევუხამო ჩემი საქმიანობა, რადგან ვიცი, რომ მათ ვჭირდები. სამსახურს შვილებზე წინ არ ვაყენებ, რადგან ისინი გაცილებით მნიშვნელოვანი არიან ჩემთვის.

2. ვიცი, რომ ჩემთვის ცომეული და მაკარონი არ შეიძლება, მაგრამ რას ვიზამ… ვერ ვიტან აკრძალვებს. ზოგჯერ სიამოვნების ნამცეცი საჭიროა, არა? ცუდია რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო ცუდია ყველაფერზე უარის თქმა. მე ვჭამ ყველაფერს, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს იტალიური სამზარეულო. ჩემი ქალიშვილიც ასეა, მისი საყვარელი საჭმელია მაკარონი და პარმეზანი.

3.რას ნიშნავს იყო ლამაზი? ეს არ არის ბიოლოგიასთან კავშირში. ქალურობა – თქვენი ცხოვრების და გამოცდილების ამსახველია.

4. მე და ვენსანს სხვადასხვა სამყარო გვაქვს. მას თავისი მეგობრები ყავს, მე ჩემი. მას თავისი გატაცებები აქვს, მე-ჩემი. ზოგჯერ ჩვენი წრიდან გამოვდიოდით და ვხვდებოდით ერთამნეთს. მე ასეთი ურთიერთობა იდეალური მეგონა. მაგრამ პრაქტიკულად, ყველა ქორწინებაში დგება გარდატეხის მომენტი, როდესაც უნდა აირჩიო რა გზით წახვალ. გაცილდე, ან შეინარჩუნო ოჯახი. ჩვენ სამწუხაროდ პირველი, უფრო ადვილი გზა ავირჩიეთ.

5. არავითარ შემთხვევაში არ ვისურვებდი, რომ კვლავ20 წლის ვიყო. ახლა უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე მაშინ. იმ ასაკში ჩვენ არ ვართ საკუთარ თავში დარწმუნებულნი, არ ვიცით, რა გვინდა, რა გზით წავალთ. ახლა მე ზუსტად ვიცი, რა მსურს და რის გარეშე შემიძლია ცხოვრება.

6. არ შეიძულოთ ადამიანები, რომლებსაც თქვენი შურთ. ისინი აღიარებენ, რომ თქვენ მათზე უკეთესი ხართ.

7. არ მესმის ქალების, რომლებიც ამბობენ, რომ მამაკაცების ყურადღება მათ ამცირებს. მგონი ისინი საკუთარ თავთან არიან წინააღმდეგობაში.

8. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. ვინ ვართ ჩვენ? შეშლილები, რომლებიც ვცდილობთ, წონასწორობა შევინარჩუნოთ ბურთზე, რომელიც სამყაროში დიდი სისწრაფით მიქრის. ასეთ დროს ვის შეუძლია იყოს სრულყოფილი?

9. მარტო თავს კომფორტულად ვგრძნობ, არა იმიტომ, რომ ლამაზი ვარ. ვიცნობ უამრავ ლამაზ ადამიანს, რომლებიც უბედურები არიან. შინაგანი კომფორტის შეგრძნება არ არის ის, თუ როგორ გამოიყურებით გარეგნულად. მთავარია, რა ხდება თქვენს შიგნით. მე ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. ბევრს ვუყვარავარ, ძალიან დიდი ოჯახი მაქვს.

10. იტალია ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩემი აზროვნების და ქცევის სტილი. ვფიქრობ, იტალიას ბევრი ნაკლი აქვს ისევე, როგორც ყველა ქვეყანას, მაგრამ ჩვენ ხშირად აღგვიქვამენ, როგორც „მშვენიერ მხარედ“, ქვეყნად, სადაც არის ხელოვნება, სილამაზე, გემრიელი სამზარეულო, კარგი ცხოვრება… ეს არის ქვეყანა, რომელიც გამორჩეულია ცხოვრების სიყვარულით.

11. თუ ვემზადები როლისთვის, რომლისთვისაც საჭიროა წონაში დაკლება, მე შემიძლია ამის გაკეთება. ვჭამ ხორცს, თევზს, ბოსტნეულს და ვხდები. მაგრამ ზოგჯერ საჭიროა, რომ გავსუქდე და მინდა ვთქვა, რომ ეს მირჩევნია.

Facebook Comments