ნაჯა ორაშვილი BASSIANI-ს დახურვასა და ქვეყნის დატოვებას აპირებს

კლუბ BASSIAN-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის განცხადებით, გვიან ღამით კლუბთან რამდენიმე ათეული ადამიანი გაჩხრიკეს და დააკავეს. მათ შორის იყვნენ ტურისტებიც. ამის შესახებ ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. ორაშვილი ირწმუნება, რომ პოლიციის ასეთ ქმედებას ინტენსიური ხასიათი მიეცა.

„ბოლო პერიოდია ბასიანთან კრიმინალირი პოლიცია სისტემატიურად აკავებს კლუბში მოსულ ადამიანებს. მაგრამ დღეს განსაკუთრებული სისასტიკით იქცევიან. რამდენიმე ათეული ადამიანი გაჩხრიკეს და დააკავეს მიმდებარე ტერიტორიიდან. მათ შორის კლუბის დამფუძნებლები და ტურისტებიც. ტერორი გრძელდება. პრინციპში მაისის შემდეგ არც შეწყვეტილა. უკვე დანამდვილებით ვფირობ, რომ სამუდამოდ დავტოვო ქვეყანა და ჩემი ხელით დავხურო ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი. სათქმელიც აღარაფერი დაგვრჩა. “, – წერს ნაჯა ორაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული