კულინარია

ქეთო ქუშაშვილი – მინდა გაგიზიაროთ წარმოუდგენლად გემრიელი ლიმნის მარინადის რეცეპტი მაროკოდან

ქართული ფეისბუქ-ჯგუფი „გურმანი“ (gurman),  100 ათასამდე მომხმარებელს აერთიანებს. ისინი  ერთმანეთს უამრავ  ფოტოსა და მადისაღმძვრელი საკვების რეცეპტს უზიარებენ. მათ შორის ბევრია ჩვენთვის აქამდე უცნობი გასტრონომია. გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს, ქეთო ქუშაშვილის რეცეპტს, რომელიც ვფიქრობთ, ჩვენს მკითხველსაც დააინტერესებს.

ქეთო ქუშაშვილი:

მეც მინდა გაგიზიაროთ ჩემი ნახელავი. დამარინადებული ლიმნების რეცეპტი, რომელის წარმოშობაც მაროკოდანაა და უხდება ყველაფერს,ხორციან კერძებს, ბორშს, წვნიანებს და სალათებშიც გადასარევია.

ინგრედიენტები:
4 კგ ლიმონი
15 მიხაკი
3 დარიჩინის ჩხირი
21 ჩ/კ მარილი

თავიდან ლიმონს ვალბობთ ოდნავ ძმრიან წყალში.

რადგან ყველა ციტრუსი და ხილი შემოტანილი უცხოეთიდან, არის  პარაფინირებული და არ ირეცხება არაფრით ძმრიანი წყლის გარდა. დავაყოვნოთ რამდენიმე საათი.

ჩავჭრათ 4 -ად ისე, რომ ბოლოები არ ჩაეჭრას. თითოეულ ჩაჭრილ ლიმონში ჩავყაროთ 1.ს/კ მარილი და ჩავტენოთ ქილაში.

ერთ ქილაში ჩადის 7 ლიმონი. ჩავაყოლოთ მიხაკი და დარიჩინი. თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი სანელებელი. დარჩენილი ლიმნისგან გამოვწუროთ წვენი და დავასხათ ქილებს.

შევინახოთ გრილ ბნელ ადგილას. ყოველ 2-3 დღეში ამოვაბრუნოთ ქილა რო მარილი გაიხსნას. 2 კვირაში მარინადი მზადაა. იჭმევა კანიანად და წარმკუდგენლად გემრიელია.

Facebook Comments