Advertisements

არასამთავრობო ორგანიზაციების უტიფარი განცხადებით, სასამართლოში თურმე 2012 წლამდე იყო უკეთესი ვითარება, ვიდრე დღეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების  განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ მათი განცხადება აბსოლუტურად არასერიოზულია.

„საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არის ცალკე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება სამოქალაქო სექტორი – ცალკე. ეს არის დღევანდელი ვითარება. არ მინდა სიღრმეში შესვლასხვადასხვა მიზეზის გამო.

13 არასამთავრობო ორგანიზაცია რა არის – ჩამოთვალეთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელი როგორ შეიქმნა, საიდან გამოჰყავდათ კადრები, საიდან შეჰყავდათ, გახსოვთ? სამართალდამცავი ორგანოებიდან პირდაპირ NGO-ში რომ ხვდებოდნენ ვიღაცები – არ მინდა ამ წიაღსვლებში შესვლა. საზოგადოებამ ყველაფერი იცის“,  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, არსებობს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება სამოქალაქო სექტორი, რომელსაც უწოდებენ ხოლმე სამოქალაქო სექტორს და კობახიძის შეფასებით, ამას კავშირი არ აქვს სამოქალაქო საზოგადოებასთან.

„ჩვენ მივეცით რეალურად სამოქალაქო საზოგადოებას განვითარების შესაძლებლობა, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩება ჩაკეტილი წრე, ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. მაგრამ რეალობაა მთავარი.

იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებს  ხშირად გაუკეთებიათ განცხადება, რომ სასამართლოში თურმე 2012 წლამდე იყო უკეთესი ვითარება, ვიდრე არის დღეს. ეს არის უტიფრობა ელემენტარულად. ისინი ადეიშვილის სასამართლოს, როდესაც პირდაპირ იუსტიციის ქვეშ მოქმედებდა სასამართლო სისტემა, ადარებენ დღევანდელ სასამართლო სისტემას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ქვეყნის მმართველობის სისტემაში არსებულ დემოკრატიის მძიმე კრიზისზე მიუთითებს

 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული