ხელოვნება და კულტურა

ხვალიდან დოკუმენტური ფილმის „როგორ გავხდე ქართველი” გადაღებები იწყება

ხვალ, 2018 წლის 6 ოქტომბერს, დოკუმენტური ფილმის “როგორ გავხდე ქართველი” გადაღებები იწყება. ფილმს „ებც ფილმ სტუდიო“  ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით იღებს.
„როგორ გავხდე ქართველი” ახალგაზრდა უცხოელი მუსიკოსების შესახებ გვიყვება, რომლებმაც საცხოვრებლად საქართველო აირჩიეს. მელანი გერმანიიდან, ანა ისრაელიდან, ბენი ამერიკიდან, ხოლო ფარსა, ასტარე და მისი ქმარი შიო ირანიდან არიან. ერთი თაობის, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის, რელიგიის, რადიკალურად განსხვავებული ტრადიციების და კულტურების წარმომადგენლები, ერთმანეთს შეხვდნენ თბილისში.
ქვეყნის უკეთ გაცნობის მიზნით, ფილმის გმირები მოგზაურობენ საქართველოს პროვინციებში და ადგილობრივ მოსახლეობას თავიანთ შემოქმედებას აცნობენ.
ფილმის რეჟისორია ნათია არაბული-ვეგერი, სცენარისტი ნინო ჩუტკერაშვილი, პროდიუსერი გიორგი ჯეჯეია
Facebook Comments