ხელოვნება და კულტურა

6 და 7 ოქტომბერს თბილისში Fabrikaffiti Urban Art Festival გაიმართება

6 და 7 ოქტომბერს თბილისში Fabrikaffiti Urban Art Festival გაიმართება! ფესტივალი წელს მესამედ ტარდება და მასში მონაწილეობას 40-მდე არტისტი იღებს საქარველოდან, იტალიიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ბალტიისპირა ქვეყნებიდან.

ფესტივალის ძირითადი ლოკაცია იქნება Fabrika Tbilisi და მისი მიმდებარე ტერიტორია.

ფესტივალი მოიცავს არა მხოლოდ ქუჩის მხატვრობას, არამედ ქუჩის ხელოვნებასთან დაკავშირებულ სხვა დისციპლინებს,
როგორიცაა სკეიტბორდინგი, ბ-ბოი და ფოტოგრაფია.
ფესტივალის ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასო და თავისუფალია. ფესტივალის სტუმრებს შეუძლიათ
დაესწრონ კედლების მოხატვის პროცესს 12:00 საათიდან ან ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სხვა
ღონისძიებებს.

ფესტივალის პროგრამა:
6 ოქტომბერი (შაბათი)
12:00 – 20:00 – კედლების მოხატვა / Fabrika Tbilisi
18:00 – 19:00 მარტა კუპერის და ნიკა კრამერის საჯარო ლექცია – Evolution of Revolution / Fabrika Tbilisi,
საკონფერენციო დარბაზი.
19:00 – 20:00 საშა კროლიკოვას საჯარო ლექცია – ქუჩის ხელოვნება საბჭოთა ქვეყნებში / Fabrika Tbilisi,
საკონფერენციო დარბაზი.
20:30 – 22:00 – კინოჩვენება „When earth seems to be light” / Fabrika Tbilisi, საკონფერენციო დარბაზი.

7 ოქტომბერი (კვირა)
12:00 – 20:00 კედლების მოხატვა / Fabrika Tbilisi
15:00 – 18:00 – Skateboarding on Ninoshvili st. / ფაბრიკა, ნინოშვილის 8 ნომრის მიმდებარე ტერიტორია
16:00 – 17:00 Sketch Battle / ცრუ, Fabrika Tbilisi /
18:00 – 20:00 BBOY BATTLE / Fabrika Tbilisi /

Facebook Comments
თეგები