ქალი და მამაკაცი

მეცნიერებმა ჯანსაღი და ბედნიერი ურთიერთობის მთავარი ნიშანი დაასახელეს

მეცნიერების დასკვნით, ურთიერთობას შეიძლება ეწოდოს ჯანსაღი, თუ პარტნიორები საუბრისას ხშირად გამოიყენებენ ნაცვალსახელს „ჩვენ“.  ასეთი წყვილების შემთხვევაში, ადამიანები გავლენას ახდენენ ერთმანეთის აზრებზე, გრძნობებსა და ქცევებზე, ისინი მეტად არიან ორიენტირებულნი მოყვასის სიყვარულზე და ნაკლებად ეგოისტები არიან. კვლევა EurekAlert-ში გამოქვეყნდა.

მასში 5,3 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სპეციალისტებმა შეამჩნიეს, რომ მამაკაცები და ქალები, რომელთა საუბარშიც ხშირად ისმის ნაცვალსახელი „ჩვენ“, უფრო წარმატებულები, ჯანმრთელები და ბედნიერები არიან ურთიერთობებში.

„ეს არიას საერთო პოზიტივისა და ურთიერთდამოკიდებულების ნიშანი“,-აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა. მისი თქმით, ურთიერთდამოკიდებულება ჯანმრთელი კავშირის ნიშანია, რომელიც  მოქმედებს ადამიანების უნარზე, რთულ პერიოდში ერთმანეთის გვერდით იდგნენ. ურთიერთდამოკიდებულების თეორია, რომელიც  ჯერ კიდევ 1950 წელს გაჩნდა, ამტკიცებს, რომ ასეთი კავშირის დროს პარტნიორები უკეთესად უგებენ და გრძნობენ ერთმანეთს.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ნაცვალსახელის „ჩვენ“ გამოყენებამ, კონფლიქტურ სიტუაციებში ურთიერთობის გაჯანსაღებას შეუძლია შეუწყოს ხელი.

 

 

Facebook Comments