Advertisements

ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი მიმდინარეობს

ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი მიმდინარეობს . კვლევის არეალი გაფართოვდა. სპეციალისტები აგრძელებენ ყოველკვირეულ კვლევას ქ. თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მოქალაქეების მომართვის საფუძველზე სააგენტოს სპეციალისტები კონკრეტულ ლოკაციებზე განახორციელებენ კვლევებს, აღებული სინჯები გარემოს ეროვნულ სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნება და მიღებული შედეგები რამდენიმე დღეში ეცნობებათ.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge ასევე, ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

დაინტერესების შემთხვევაში საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს მიმართოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს.

Facebook Comments
Advertisements