ირაკლი კობახიძე – ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამოხმაურებიან

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გვარამიას ფაშისტურ განცხადებას დღემდე არასამთავრობო ორგანიზაციები არ გამოხმაურებიან.

„პერსონალიები, რომლებიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან, სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულობის ან პოლიტიკური მიკუთვნებულობის გამო აზიანებენ თავად ამ იდეას. ჩვენი შეშფოთების საგანი სწორედ ესაა, რომ ზოგიერთი პოლიტიზირებული პერსონის გამო, ზიანდება თავად იდეა და არასამთავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია.

გვინდა, ხაზგასმით განვაცხადოთ, ვინც ხელს აფარებს ფაშისტს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან.

ქართული ფაშიზმი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს და პასუხისმგებელნი ვართ იმაზე, რომ საქართველოში მომავალში ვეღარ გაიდგამს ფესვებს. 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ყველამ უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი ნაციონალური მოძრაობის ისტერიულ და უნიათო ფაშიზმს და ხმა მივცეთ ჭეშმარიტად ევროპულ, ევროპელ და ღირსეულ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

Facebook Comments

ახალი დადებული