პოლიტიკა საგარეო პოლიტიკა

ევროსაბჭოში ავტორმა უკან გაიწვია პროექტი, რომლითაც რუსეთს სანქციები უნდა მოხსნოდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რეგლამენტის ცვლილებების  პროექტთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა. შედეგად, პროექტი ავტორმა კენჭისყრამდე უკან გაიწვია.

რეგლამენტის ცვლილება საშუალებას მისცემდა რუსეთის დელეგაციას, დაებრუნებინა ხმის უფლება  და უკვე იანვრიდან სრულუფლებიანი წევრის სტატუსით ჩართულიყო ასამბლეის მუშაობაში.

დეპუტატების დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ რეგლამენტის ცვლილებები სინამდვილეში რუსეთის დელეგაციისთვის სანქციების მოხსნას ისახავდა მიზნად.

რეგლამენტის პროექტის კრიტიკისას ხშირად იყო ნახსენები საქართველო და უკრაინა, რომელთა მიმართაც რუსეთმა უკანონო ქმედებები განახორციელა.

რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვეს. მოგვიანებით რუსეთმა ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობაზე და საწევროს გადახდაზე უარი განაცხადა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni