ზურაბ ჯაფარიძესთან ადვოკატი შევიდა

„გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატთან, ზურაბ ჯაფარიძესთან თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ადვოკატი შევიდა. მის უფლებებს საია-ს იურისტი რევაზ აჭარაძე დაიცავს.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის საქმის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია და შეეცდება ინფორმაცია თავად ზურაბ ჯაფარიძისგან და გამომძიებლებისგან მიიღოს.

„ უშუალოდ მისგან და გამომძიებლებისგან უნდა მივიღო ინფორმაცია. სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მაქვს“, – განაცხადა რევაზ აჭარაძემ.

მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის შსს-მ 11 პირი დააკავა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული