Balenciaga-ს იაფფასიანი არომატიზატორის დიზაინის პლაგიატში ადანაშაულებენ

ამერიკულმა კორპორაცია Car-Freshner-მა სასამართლოს მიმართა „ბალენსიაგას“ მოდის სახლის წინააღმდეგ და ის პლაგიატში დაადანაშაულა. ამის შესახებ TMZ იუწყება.

კომპანია აცხადებს, რომ „ბალენსიაგას“ ე.წ. ბრელოკი მთლიანად იმეორებს მისი პროდუქციის დიზაინს- ჰაერის არომატიზატორს- Little Tree, ნაძვის ხეს, რომელიც ნებისმიერმა ავტომოყვარულმა იცის.

მოსარჩელე მხარე იმაზე აპელირებს, რომ სავაჭრო ნიშანი 1952 წელს არის დარეგისტრირებული და Balenciaga-ს მისი გამოყენების შესახებ ნებართვა არ უთხოვია. კომპანია მოდის სახლს ყოველი ამ ნივთის გაყიდვიდან მიღებული თანხის პროცენტს სთხოვს.

ჯერჯერობით „ბალენსიაგას“ საპასუხო განცხადება არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილების არომატიზატორი Little Tree დაახლოებით 1 ევრო ღირს, „ბალენსიაგას“ ბრენდის გასაღების  ე.წ. ბრელოკი კი, მყიდველს 215 ევრო დაუჯდება.

 . 

 

Facebook Comments

ახალი დადებული