მოვიდა ჩემთან პაატა ბურჭულაძის მეუღლე, ამოიღო ჩანთიდან ანგარიში და 2 მილიონი გადაგვიხადეო

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან შეხვედრისას მომღერალ პაატა ბურჭულაძის შესახებაც ისაუბრა და კითხვა დასვა, თუ რამდენად კანონიერია, როდესაც „იავნანას“ ორგანიზატორმა და მისმა მეუღლემ საკუთარ თავზე 700 ათასი დოლარი დახარჯეს.

ივა­ნიშ­ვილ­მა სამი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს­თან ნაც­ნო­ბო­ბა­სა და მას­თან შეხ­ვედ­რე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

“სა­ერ­თოდ, მე მი­მაჩ­ნია, რომ როცა ორი ადა­მი­ა­ნი სა­უბ­რობს და ეს სა­უ­ბა­რი გა­რეთ გა­მო­აქვთ, უკულ­ტუ­რო­ბაა და მე ამა­ზე არ ვი­სა­უბ­რებ­დი. სხვა­თა შო­რის უსუ­ფაშ­ვილ­მა მო­ა­ხერ­ხა ეს ძა­ლი­ან ჭარ­ბად, მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვალ­ჯე­რა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის არ­გა­ზი­ა­რე­ბი­სა, უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­მო­ი­ტა­ნა 2016 წელს რა­ღა­ცე­ბი და გა­მო­ი­ტა­ნა აყი­რა­ვე­ბუ­ლად. მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო. მე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბო­დიშს ვუხ­დი, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ერ­თმა მხა­რემ ისა­უბ­რა, იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ მეც ვი­სა­უბ­რო. ჩემი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა იყო პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს­თან ჩე­მი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით. მას შევ­ხვდი და შევ­თა­ვა­ზე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მხარ­და­ჭე­რა მა­შინ, როცა ახა­ლი მო­სუ­ლი ვი­ყა­ვით პო­ლი­ტი­კა­ში. მან მი­თხრა, რომ უნდა სცე­ნა­ზე დარ­ჩეს, რაც მე მად­ლი­ე­რე­ბით შე­ვა­ფა­სე, გა­მო­ვე­დი და სა­ჯა­როდ მი­ვე­სალ­მე ამას. ამის შემ­დგომ მი­სი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით მეს­ტუმ­რა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და მაჩ­ვე­ნა, რომ გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ის თა­ნახ­მა იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი თა­ნა­გუნ­დე­ლი გამ­ხდა­რი­ყო, მან და­ა­სა­ხე­ლა 9 მლნ დო­ლა­რი, რა­ზეც მე ვუ­თხა­რი, თუ რას ნიშ­ნავ­და ეს.

მან ისა­უბ­რა და­ნა­კარ­გებ­ზე იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სცე­ნი­დან წა­მო­ვი­დო­და, თუმ­ცა მე ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ შე­ეძ­ლო ყო­ფი­ლი­ყო სცე­ნა­ზე და თან ყო­ფი­ლი­ყო ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რი, თუმ­ცა მან ეს უარ­ყო. ამის შემ­დეგ მე ხუმ­რო­ბით გა­და­ვუ­ან­გა­რი­შე ჰო­ნო­რა­რი, რად­გან ის აღარ იყო თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბის პიკ­ზე ასა­კი­თაც და შე­მოქ­მე­დე­ბი­თაც, შე­ვახ­სე­ნე მისი ჰო­ნო­რა­რი და ვუ­თხა­რი, და­ახ­ლო­ე­ბით 200 წელი დას­ჭირ­დე­ბა, რომ სცე­ნა­ზე იდგე და ამ­დე­ნი ფული აი­ღოთ­ქო. გა­დავ­თვა­ლეთ ერ­თად, მი­ლი­ონს ვერ გავ­ცდით, უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში ეს შე­იძ­ლე­ბა ორი მი­ლი­ო­ნი ყო­ფი­ლი­ყო და ამის მეტს ვერ გავ­ცდით. მე­ო­რე დღეს მისი მე­უღ­ლე მი­რე­კავს, ამო­დის ჩემ­თან, ჩემ­და გა­სა­ოც­რად, იღებს ჩან­თი­დან ფურ­ცელს, სა­დაც ან­გა­რი­ში წე­რია და ამ­ბობს, გა­დაგ­ვი­ხა­დე 2 მი­ლი­ო­ნიო. მე ვუ­თხა­რი, რომ ამას არ დავ­პი­რე­ბი­ვარ, მან ან­გა­რი­ში და­ტო­ვა და წა­ვი­და. სა­ღა­მოს გა­და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, რომ ამას არ დავ­პი­რე­ბი­ვარ და არ გა­ვა­კე­თებ”, – გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

Facebook Comments

ახალი დადებული