ბიზნესი მოდა

თეო ჯაოშვილი-„რენკო მილანო“ მამაკაცებს დიდი ზომის ტანსაცმლის პრობლემას მოუხსნის

 იტალიურმა ბრენდმა „რენკო მილანომ“, რომელიც მამაკაცის ტანსაცმლის მხოლოდ დიდ ზომებს აწარმოებს, საქართველოში დაიწყო ფუნქციონირება.  მომხმარებლებს, რომლებსაც დიდი ზომის ტანსაცმლის შერჩევის პრობლემა ჰქონდათ, ამიერიდან სასურველი ზომის შეძენას „რენკო მილანოს“ მაღაზიაში შეძლებენ.

ინფო ფოსტალიონი” ,,რენკო მილანო”-ს პიარ – მენეჯერს, თეო ჯაოშვილს დაუკავშირდა და გაესაუბრა. როგორც მან გვითხრა, აღნიშნულ ბრენდს დიდი ისტორია აქვს და მსოფლიო ბაზარზე უკვე 92 წელია წარმატებით მოღვაწეობს.

-ეს არის უდიდესი ისტორიის ბრენდი, რომელიც იტალიაში, ქალაქ მილანში 1926 წელს დაიბადა. ამ დროისათვის კი, გარდა იტალიისა, წარმოდგენილია ამერიკის, რუსეთისა და უკვე საქართველოს ბაზარზეც.  ჩამოთვლილ ქვეყნებში მას უკვე განსაკუთრებული ნიშა უჭირავს და დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც წარმატებით დაიმკვიდრებს თავს.

-დიდი ზომის ტანსაცმლის შეძენა ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა საქართველოში. რას სთავაზობს ბრენდი მომხმარებელს?

-ბრენდი დაარსების დღიდან მხოლოდ იტალიურ, განსაკუთრებულ ხარისხს და 100%-ით ნატურალურ ქსოვილებს იყენებს. ჩვენ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები ვართ საქართველოში. ამ ეტაპზე, ის ერთადერთია საქართველოში, რომელიც დიდი ზომისა და ამავდროულად საუკეთესო ხარისხს, 2 XL-დან 8 XL-მდე ზომებს სთავაზობს მამაკაცებს.

 

 .  

დიდი ზომის ტანსაცმლის შოვნა, პრაქტიკულად შეუძლებელი და დიდი პრობლემა იყო ქართველი მომხმარებლებისთვის და ეს ბაზრის კვლევამაც აჩვენა. ჩვენ წინასწარ ჩავატარეთ კვლევა, გარკვეული გამოკითხვა, და შეიძლება ითქვას, რომ შედეგმა მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ძალიან სასიამოვნოა, როცა მომხმარებლისგან გვესმის, თუ რამხელა პრობლემა მოეხსნათ მათ, „რენკოს“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლით და ასეთი მომხმარებელი არც თუ ისე ცოტა გვყავს, მიუხედავად ჩვენი ბაზარზე არსებობის მოკლე პერიოდისა.

ბრენდი ძირითადად კლასიკურ სამოსს ქმნის, მაგრამ ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილია ერთგვარი მიქსი კლასიკისა და ყოველდღიურობის.  მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს როგორც კლასიკური სმოკინგი, პერანგი თუ პიჯაკები, ასევე მაისურები, ჯინსები, ქურთუკები და სხვადასხვა აქსესუარები.

 

-ვისი იდეა იყო ამ ბრენდის შემოტანა საქართველოში და სად  მდებარეობს  „რენკო მილანოს” მაღაზია ?

-მაღაზიის მისამართია ჭავჭავაძის გამზირი #40. იდეა ეკუთვნის ვახტანგ ფხაკაძეს. ბატონი ვახტანგი ,,ივ როშეს”, ,,ლუტეცია ჯგუფი”-ს ,,არომატეკას”, „მაკის“, „კალცედონიასა“ და „ინტიმისიმის“ დამფუძნებელია. ის უკვე როგორც იცით, დიდი ხანია წარმატებით მოღვაწეობს ბიზნესში, თუმცა მუდმივად სიახლის ძიებაშია და მუდმივად ცდილობს განსხვავებულისა და საინტერესო იდეის განვითარებას, როგორც ეს იყო თავის დროზე და ახლა კი „რენკოს“ შემთხვევაში.

 

 

Facebook Comments