პოლიტიკა

ბადრი პატარკაციშვილის და, მზია პატარკაციშვილი „რუსთავი 2“-იდან მიღებულ SMS-ს ასაჯაროებს

ბადრი პატარკაციშვილის და „რუსთავი2“-იდან მიღებულ პირად შეტობინებას ასაჯაროებს.

მზია პატარკაციშვილი აცხადებს, რომ მათი ოჯახის მხრიდან რუსთავი 2-ისთვის არასასურველი კანდიდატის მხარდაჭერის გამო, ტელეკომპანია მორიგ გულისამრევ რეპორტაჟს ამზადებს.

„მორიგი წინასაარჩევნო მანიპულაცია! ბინძური, ამაზრზენი მეთოდები! ბადრის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი უსაფუძვლო სპეკულაცია! იმ ქვეყნადაც არ ასვენებენ! 
როგორც ჩანს რუსთავი 2 თავისი ჩვეული ბინძური ხელწერით ბადრიზე მორიგ გულისამრევი რეპორტაჟს ამზადებს. ამდენი წელი გავიდა და ისევ ბადრის ებრძვიან, ისევ ვერ მოუნელებიათ ის სიყვარული და პატივისცემა რაც ბადრის დამსახურებულად ჰქონდა ხალხისგან!
როგორც ჩანს, პოლიტიკური ქულების მოპოვების გარდა, მათი მიზანი დედაჩვენის საბოლოოდ განადგურებაა, რომელიც მიღებული ნერვული და ემოციური სტრესის ფონზე დღესაც კლინიკაში იმყოფება.

რ2 დაგვიმახსოვრეთ!

არავითარი მორიდება!არც პატივისცემა! – თუმცა ამ ნაძირლებისაგან სხვა რას უნდა ელოდო არაადამიანობის გარდა!როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან მათთვის არასასურველი კანდიდატის მხარდაჭერა ამ ფორმით ისჯება!

p.s. დაგვიმახსოვრეთ!“,-წერს მზია პატარკაციშვილის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

Facebook Comments