მძიმე ეთერი იყო და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ნაცების დაბრუნება უაღრესად საშიშია

“მოვედი TV პირველის გადაცემა “პირველებიდან”. მძიმე ეთერი იყო და კიდევ ერთხელ – უკვე მერამდენედ – დავრწმუნდი, ნაცების დაბრუნება მართლა უაღრესად საშიში და შესაბამისად, დაუშვებელია! უაპელაციო, უარგუმენტო და შეურაცხადი ზიზღი განსხვავებული აზრის მიმართ საშინელ ასოციაციებს იწვევს.. ამან ბევრი ჩემი პასიური მეგობარიც გამოაფხიზლა..

დღეს ეთერში მე დავასახელე სხვა, ნეიტრალური, ღირსეული, ჩემი რჩეული კანდიდატი, თუმცა ვფიქრობ, ამჯერად ვალდებული ვარ პატიება ვთხოვო მას და შევცვალო ჩემი გადაწყვეტილება.. და ხმა მივცე ერთადერთ კანდიდატს, ვისაც რეალური ძალა შესწევს ნაცების დამარცხებისა – სალომე ზურაბიშვილს”, – წერს მომღერალი ირმა სოხაძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული