პოლიტიკა ჯარი

ხათუნა ხოფერია, ავღანეთი – ისინი ასრულებდნენ მოქალაქეობრივ ვალს და მიდიოდნენ სხვების სიცოცხლის გადასარჩენად

ხათუნა ხოფერია, რომელიც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც   ქართველი სამხედროების მიერ  საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღწერს. ხათუნა ხოფერია ასევე ეხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „გაერთიანებული ოპოზიციის“ ინფორმაციას, თითქოს წინასწარ ცნობილია, რომ ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების უმრავლესობამ ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა.

ხათუნა ხოფერია – ავღანეთი
25.10.2018 წელი
ისინი მწყობრად მოდიოდნენ ხმის მისაცემად.
“მადლობა, რომ ჩამოხვედით!”
“წარმატებებს გისურვებთ”
“ვემსახურები საქართველოს”
დინჯად, დაბალ ხმაზე გვეუბნებოდნენ ამ მოკლე ფრაზებს, ყუთში აგდებდნენ ბიულეტინს და მიდიოდნენ… მიდიოდნენ სხვების სიცოცხლის გადასარჩენად, სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვის ფასად!
ისინი საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ირჩევდნენ!
ისინი, უბრალოდ, ასრულებდნენ მოქალაქეობრივ ვალს… სიკვდილთან ბრძოლის შუალედში….
ჰო და, მინდა გკითხო შენ, ყოფილო მთავარსარდალო, სინდისი საერთოდ არ გაქვს?
ასე რამ დაგცა ზნეობრივად, რომ ამ ბიჭებიდან ერთ-ერთის (800-დან ერთის) ჩუმად, “ვიღაცის” თხოვნით გადაღებული, 5-იან შემოხაზული ბიულეტენი გამოაფრიალე და ჯერ არგახსნილი, ჯერ არდათვლილი არჩევანის შედეგი მოიტყუე!
იცი, როგორ განიცადეს მებრძოლებმა? იცი, რომ პირველი რაც იკითხეს, რომელმა ჩვენგანმა იკადრა ფოტოს გადაღებაო? იცი, რომ შენს მაგივრად ბოდიში მოიხადეს?!
არა, არ იცი და არც გაინტერესებს! გკიდია!!!.. ისევე, როგორც გეკიდა ლიახვის ხეობაში მოკლული და მიყრილი ჩვენი შვილები… ჰო, შენი და ჩემი… ჩვენი შვილები… გეკიდა მაშინ, როცა რუსთაველზე მთავარსარდლობდი ბუქნვა-გუნდრუკით, ისინი კი ჩვენს მოხუც პატრიარქს გამოყავდა დასატირებლად…
მიშა, შენ არ ხარ მხოლოდ ავანტიურისტი და პოლიტიკური მეძავი. შენ მატყუარა, სულმდაბალი, ფსიქიკაშერყეული გვამი ხარ!
აფსუს, რა პატარა კაცი ყოფილყარ!
აფსუს, საქართველოს ყოფილო მთავარსარდალო!…
ავღანეთში ჩატარებული არჩევნების მასალები გაიხსნება ხვალ, 28 ოქტომბერს, 20-00 საათზე! 
მიუხედავად იმისა, რა შედეგი დაფიქსირდება, მადლობა ყველა ჯარისკაცს, მადლობა ყველა მებრძოლს, მადლობა ამ საამაყო ერისშვილებს! 
ღმერთი თქვენკენ, ბიჭებო!
ნეტავი მას, ვისაც თქვენსავით ამაყად, თავაწეულს აქვს უფლება თქვას- ვემსახურები საქართველოს!
ხათუნა ხოფერია
26.10.2018 წელი
ავღანეთი მაზარი-შარიფი.

ხათუნა ხოფერია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მაზარი-შარიფის ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც ქართველმა სამხედროებმა  საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni