პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ცხადია, რომ შედგება მეორე ტური

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური იქნება.

„მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი საარჩევნო უბნებზე, ჩვენთან შემოდის ოქმების მონაცემები, დათვლილია 1000-მდე უბნის მონაცემები, ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის პირველ ადგილზეა. ცხადია, რომ შედგება მეორე ტური, სადაც მონაწილეობას მიღებენ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დაბატონი გრიგოლ ვაშაძე. დაგვაკლდა ცოტა იმისთვის, რომ პირველ ტურში გაგვემარჯვებინა, დღევანდელი სურათი ასეთია, რომ საჭიროა მეორე ტური,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments