ჯარი

ნატო-ში ისაუბრეს პრობლემებზე, რომელიც რუსეთთან ომის შემთხვევაში წარმოიშვება

რუსეთთან ომის შემთხვევაში, ნატო-ს წევრ ევროპის ქვეყნებს საბრძოლო ტექნიკის ტრანსპორტირების პრობლემა ექნებათ. ამის შესახებ ალიანსის საერთაშორისო სამხედრო შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა იან ბრუკსმა ისაუბრა. ინფორმაციას Defense News-ი ავრცელებს.

ბრუკსის თქმით, პოტენციურ აღმოსავლეთ ფრონტზე სამხედროებისა და ტექნიკის გადასროლისას, ნატო-ს წევრებს არ აქვთ საკმარისი მობილობა. ალიანსის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო.

საუბარია ლოგისტიკის საკითხებზე, როგორიცაა – გზეპის პოვნა, რომელიც აიტანს სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას, გამტარუნარიანობის გაზრდა, ძველი სარკინიგზო გზების რემონტი. ნატო-ს ქვეყნებმა ასევე უნდა მიიღონ ნებართვები მოკავშირე ქვეყნებისგან გზებისა და საჰაერო სივრცეების გადაკვეთაზე.

 

Facebook Comments