ხელოვნება და კულტურა

„მსოფლიო თეატრალური პროცესები XXI საუკუნეში“

ბაქოში (აზერბაიჯანი), მე-5 საერთაშორისო თეატრალური კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, მეცნიერების ეროვნული აკადემიისა და თეატრალური მოღვაწეების კავშირის პატრონაჟით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 50 ქვეყნის 150-ზე მეტმა ექსპერტმა.

ქ. ბაქოს მე-5 საერთაშორისო თეატრალური კონფერენციის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი აბულფაზ კარაევი. წლევანდელი კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენდა „თეატრის ფილოსოფია XXI საუკუნეში“. არგენტინის, ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბაჰრეინის, ბელორუსის, ბულგარეთის, ეგვიპტის, ესტონეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ინდოეთის, ირანის, ერაყის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, იაპონიის, იორდანიის, ყაზახეთის, ქუვეითის, ლიეტუვას, მაკედონიის, მოროკოს, ნიდერლანდის, ყატარის, რუმინეთის, რუსეთის, საუდის არაბეთის, სერბეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ესპანეთის, სუდანის, შვედეთის, სირიის, თურქეთის, უკრაინის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, უზბეკეთის დელეგაციებთან ერთად კონფერენციას ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო თეატრალური ორგანიზაციების ლიდერები და წევრები ესწრებოდნენ, როგორებიცაა ITI (თეატრის საერთაშორისო ინსტიტუიტი), ASSITEJ (ბავშვთა და ახალგაზრდობის თეატრების საერთაშორისო ასოციაცია), IATC (თეატრის კრიტიკოსების საერთაშორისო ასოციაცია), IFTR (თეატრის მკვლევართა საერთაშორისო ფედერაცია), UNIMA (მარიონეტების საერთაშორისო კავშირი) და სხვები.

ქ. ბაქოს მე-5 საერთაშორისო თეატრალურ კონფერენციას ესწრებოდა დიდი ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა. გამოჩენილ თეატრმცოდნეებთან, რეჟისორებთან და თეატრების ხელმძღვანელებთან ერთად, აღმასრულებელი მდივნის შაიგ საფაროვის მიწვევით საქართველოდან ჰ. ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული პროფესიული დრამატული თეატრის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.

 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni