სამართალი

პროკურორი: მერაბ მორჩაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს

პროკურორმა მერაბ მორჩაძის გაავისუფლების გადაწყვეტილება განმარტა – „დასრულდა საქმის არსებითი განხილვა პირველ ინსტანციაში. მერაბ მორჩაძის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მას დაენიშნა შესაბამისი სასჯელი“, – განაცხადა მირიან მეგრელიშვილმა.

მერაბ მორჩაძე დამნაშავეც სცნეს სსკ 372 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მოწმის დაყოლიებას მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისთვის.

პროკურორის თქმით, ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და მოინანია. მან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას და ამის საფუძველზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მორჩაძის პროცესი დახურული იყო, თუმცა ის მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მედიისთვის გაიხსნა.

2 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მორჩაძემ კალანდიების ოჯახისთვის თანხის გადაცემა დაადასტურა. თუმცა ამბობს, რომ თანხა არა მოწმის მოსყიდვის, არამედ ოჯახის დასახმარებლად იყო განკუთვნილი.

მანამდე სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხულმა ლუკა კალანდიამ  დაადასტურა თანხის გადაცემის ფაქტი.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მერაბ მორჩაძე 8 ივნისს დააკავეს.

Facebook Comments