კრიპტოვალუტა

რუსეთში მაინერს ელექტროენერგიის გადასახადი 3 თვეში 45 ათასი დოლარი დაუგროვდა

რუსეთში, ქალაქ ბალაშიხას საცხოვრებელ კორპუსში მაინინგის ფერმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ფერმერს ელექტროენერგიის გადასახადი, 20 მილიონი რუბლი დაუგროვდა, რაც დაახლოებით 45 ათასი ამერიკულ დოლარს უდრის. ინფორმაციას რუსულიმედია ავრცელებს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, კრიპტოფერმა საცხოვრებელი კომპლექსის „ედელვაის კომფორტის“ სარდაფში იყო განთავსებული, ასევე მშენებარე საბავშვო ბაღის შენობაში.

ელექტროენერგიის დავალიანება, 30 ათასი რუბლი ზაფხულში დაგროვდა, ოქტომბერში კი 10 მილიონამდე გაიზარდა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ კრიპტოფერმა კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეს, კონსტანტინ ზოლოტუხინს ეკუთვნის. ის ასევე არის ერთ-ერთი დამფუძნებელი  კომპანიის, რომელმაც აღნიშნული საცხოვრებელი კომპლექსი ააშენა. სახლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ზოლოტუხინი თვითმარქვიაა და ის თავმჯდომარედ არავის აურჩევია.

კომპანიამ ელექტროენერგიის გადახდა 2018 წლის დასაწყისიდან შეწყვიტა, კორპუსში ხშირად აქრობენ დენს, რის გამოც ხალხი ლიფტებში იჭედება.

ამჟამად კორპუსში ჩხრეკა მიმდინარეობს, პოლიციელები ავტოფარეხიდან გამსვლელ ყველა მანქანას ამოწმებენ.

 

Facebook Comments