სპორტი

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალი რეკორდი დაამყარა

ქართველმა ძალისანმა,  ლაშა ტალახაძემ აშხაბადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალი რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ლაშა ტალახაძემ პირველივე ცდაზე 207 კგ. ასწია და ატაცში ოქროს მედალი გაინაღდა. მეორე ცდაზე მან 212 კგ. დაძლია და მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

მესამე ცდაზე ტალახაძემ  217 კგ. ასწია და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

Facebook Comments