ხელოვნება და კულტურა

ეს დაგაინტერესებთ ქართველნო! დუტუ მეგრელის ნამდვილი ლექსი (სრულად)

ინტერნეტში ვრცელდება ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, დიმიტრი ხოშტარიას , იგივე დუტუ მეგრელის ცნობილი ლექსის განვრცობილი ვარიანტი. 

„ეს დაგაინტერესებთ ქართველნო! დუტუ მეგრელის ნამდვილი ლექსი (სრულად) ნეტა რატომ გვიმალავდნენ და რატომ ვიცოდით ამ ლექსის მხოლოდ თავი და ბოლო!?“,-წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

გთავაზობთ დუტუ მეგრელის ლექსის სრულ ვერსიას.

მე პატარა ქართველი ვარ,

კავკასიის მთების შვილი

და განცხრომით სხვაგან ყოფნას

მირჩევნია აქ სიკვდილი!

ქართლ, კახეთი, იმერეთი,

გურია და სამეგრელო,

რაჭა-ლეჩხუმ-ჯავახეთი

და მესხეთი სასახელო;

ხევი, თუშ-ფშავ, ხევსურეთი,

სვანეთი და აფხაზეთი;

ძველი ტაო, იმერხევი,

საინგილო და ლაზეთი;

მთიულეთი საარაკო

და აჭარის ზღვა და მდელო;

ყველა ჩემი სამშობლოა,

საყვარელი საქართველო,

ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა

ღვთის მშობლისა არის წილი

ბევრ მწარე დღეს მოსწრებია

და უნახავს ბევრიც ტკბილი,

ხან თუ მტერი აოხრებდა,

იყო მღვრელი ცრემლის ცხარის;

ბრწყინვალე დროც დადგომია,

დრო, დავითის და თამარის,

მე პატარა ქართველი ვარ,

სახელოვან ერის შვილი

და მსურს მერგოს სასახელო

მე სიცოცხლე და სიკვდილი!

 

ეგრელი თავადი.(დუტუ ხოშტარია)

Facebook Comments