სპორტი

სამმა ქართველმა მოკრივემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთის ქალაქ ვალიადოლიდში ევროკავშირის ჩემპიონატზე იმყოფება. სამმა ქართველმა მოკრივემ  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ტურნირის ნახევარ ფინალში გადავიდა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

სახილ ალახვერდოვის (49 კგ.), ნოდარ დარბაიძის (52 კგ.) და არტიუშ გომციანის (56 კგ.) ნახევარფინალური დაპირისპირებები დღეს გაიმართება.

Facebook Comments