რელიგია

,,დარწმუნებული ვარ, თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საზოგადოებას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული  მიულოცა.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებიან პრეზიდენტობის კანდიდატები – სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე.

პატრიარქმა მათაც მიმართა და აღნიშნა, რომ სჯერა, ისინი ღირსეულად შეხვდებიან როგორც გამარჯვებას, ისე დამარცხებას:

„ჩვენ ბენდიერი ვართ, რომ ჩვენთან ერთად დღეს წმინდა სამების ტაძარში ბრძანდებიან ჩვენი მინისტრები, ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატები ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ბატონი გრიგოლ ვაშაძე. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც. მაგრამ მინდა გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს ის არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უდნა იყოს გამარჯვებული. წმნინდა გიორგი დაგეხმარებათ“,-ბრძანა პატრიარქმა.

მან პრეზიდენტობის კანდიდატებს საჩუქრად წმინდა გიორგის ხატები გადასცა.

Facebook Comments