ჯანდაცვა

როგორ მოქმედებს ნაყოფზე ჩაი და ყავა – მეცნიერების ახალი დასკვნა

კოფეინი ორსულებში ნაყოფის ზომის შემცირებას იწვევს. ასეთი დასკვნა გამოიტანეს ირლანდიელმა მეცნიერებმა. კვლევის შედეგები გამოცემაში American Journal of Clinical Nutrition გამოქვეყნდა.

სპეციალისტებმა გააანალიზეს 941 დედის და მათი შვილების მონაცემები. აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმობაში თითქმის ნახევრისთვის (48 %), კოფეინის ძირითადი წყარო იყო ჩაი, მესამედზე მეტისთვის (38%) კი – ყავა.

შედეგად მეცნიერებმა ასეთი სურათი დაინახეს: ყოველი ზედმეტი 100 მილიგრამი კოფეინით დღეში, პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ზომა 72 გრამით მცირდებოდა. შემცირებას იწყებდა ასევე თავის ზომა და გარშემოწერილობა. ასევე მცირდებოდა ნაყოფის მუცლად ყოფნის დროც.

ახალშობილები, რომელთა დედებიც ფეხმძიმობის დროს ბევრ კოფეინს იღებდნენ, 170 გრამით ნაკლებს იწონიდნენ, ვიდრე ისინი, ვისი დედებიც ჩაის და ყავას მინიმალური დოზით იღებდნენ. გარდა ამისა, ქალები, რომლებიც კოფეინის შემცველ სასმელებს ბოროტად იყენებდნენ, მშობიარობისას უფრო ხშირად აწყდებოდნენ გართულებებს.

სპეციალისტებმა ნორმად დღეში 200 მილიგრამი მიიჩნიეს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ნაყოფზე. კოფეინის მცირე დოზაც კი მოქმედებს.

Facebook Comments