სილამაზე

ბრიტანელმა ფოტოგრაფებმა მომხიბვლელი სელფის გადაღების საიდუმლო გაამხილეს

ბრიტანელმა ფოტოგრაფებმა და სტილისტებმა რამდენიმე წესი ჩამოთვალეს, რომელიც საუკეთესო რაკურსიდან ფოტოს გადაღების საშუალებას იძლევა. სპეციალისტების რჩევები Daily Mail-მა გამოაქვეყნა.

ფოტოგრაფი ჯერანს დორეს რეკომენდაციაა, რომ ფოტოს გადაღებისას, კამერასთან თქვენი „უკეთესი“ მხრიდან დადგეთ. მისი თქმით, ჯერ კიდევ 2012 წელს, ამერიკელმა მეცნიერებმა უეიდ-ფორესტის უნივერსიტეტიდან, დაამტკიცეს, რომ ადამიანების უმეტესობას სახის მარცხენა მხარე უფრო მომხიბვლელი აქვს.

ჯგუფური ფოტოს გადაღებისას უმჯობესია, ობიექტივიდან შორს დადგეთ, რადგან იმაზე მსუქანი არ გამოჩნდეთ, ვიდრე სინამდვილეში ხართ.

სიტყვა  cheese-ის (ყველი) ნაცვლად, უნდა წარმოთქვათ thursday (ხუთშაბათი). ფოტოგრაფები ამბობენ, რომ ამ სიტყვის წარმოთქმისას, პირი ოდნავ იღება და სახე მოდუნებულ გამომეტყველებას იძენს. სწორედ ამ მეთოდით სარგებლობს ტოპ-მოდელი ემილი რატაკოვსკი.

საუკეთესო და ბუნებრივი ღიმილი სიცილის იმიტაციით მიიღწევა, ყველაზე მომგებიანი სელფი კი, – ზემოდან ქვემოთ. თუმცა, თუ ფოტოგრაფი მოდელს შორი მანძილიდან იღებს, საუკეთესო ვარიანტია ხედი ქვემოდან.

 

Facebook Comments
თეგები