პოლიტიკა

ინა ასანიძე- საკონსულოში კომფორტულად მოწყობილმა კობა სუბელიანმა „ამერიკის ხმას“ ცრუ ინფორმაცია მისცა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ინა ასანიძე აცახადებს, რომ ნიუ-იორკში, საქართველოს საკონსულოს შენობაში, ლტოლვილთა და განსახლების ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტს ცრუ ინფორმაცია მისცა.

„2012 წლის 11 ივლისის გრიგოლ ვაშაძის ბრძანებით ემიგრანტებს შეეზღუდათ ხმის მიცემის უფლება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ნიუ-იორკია ქუჩებში ვარეგისტრირებდით ამომრჩევლებს. თუმცა სამი ათასი კაციდან მხოლოდ 150 დაარეგისტრირეს.

წელს მსგავსი პრობლემა არავის ჰქონია. რეგისტრაცია ამერიკაში ხდებოდა ძალიან მარტივად, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში სახლიდან გაუსვლელად. საკონსულო კი, თავდაუზოგავად მუშაობდა და მოსახლეობას ხელს უწყობდა განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. სულ რამოდენიმე წუთის წინ კობა სუბელიანმა, რომელიც კომფორტულად არის მოწყობილი საკონსულოს შენობაში „ამერიკის ხმას“ მისცა ცრუ ინფორმაცია, თითქოს საკონსულო ხალხს ხელს უშლიდა რეგისტრაციაში, რაც სრული სიცრუეა“,-აცხადებს ინა ასანიძე.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni