პოლიტიკა

ლალი მოროშკინა- მიშა, შეირგე დრო, სანამ ქვეყნის გადატრიალების მცდელობის მუხლს წაგიყენებენ

ლალი მოროშკინა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და წერს:

„ეჰჰ, მიშ როგორ ვერ ისწავლე ჭკუა სკოლის მერე?
გახსოვს ვახო ხოშტარია #51 სკოლის რაფიდან თავში რომ სკოლის “პაპკას” გირტყამდა, შენ კი თვალცრემლიანი შენზე სამი თავით დაბალს შენდობას თხოვდი?
აი მაშინ ჩაიდე ვაკე-ვერის სიძულვილი!!!
მაშინ გახდნენ ჩვენი ბიჭები შენთვის სოციალური მტრები
და კიდევაც ამოჟუჟე სათითაოდ…აბა დათო ასათიანიც გაიხსენე…
რაც შეეხება სამეგრელოს!
მეგრელები განსაკუთრებულად ამაყი, ლამაზი და კრეატიული ხალხია!
დაანებე თავი სამეგრელოს გათელვას!
ეს ხალხი ყველაზე ახლოსაა კონფლიქტის ზონასთან და ყველაზე სენსიტიურად აღიქვამენ მოვლენებს!
შენ 12- კაციან ბანდას ტყვეობაში ჰყავდა ხალხი! დაშანტაჟებულ-დაშინებული!
შენი და სანდრას ( ამ ქალბატონზე კი იცი რამდენი მაქვს მოსაყოლი) დრო არასოდეს დაბრუნდება!
შეირგე დრო,
სანამ ქვეყნის გადატრიალების მცდელობის მუხლი წაგიყენეს!“.

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე თავის მორიგ ლაივ-ჩართვაში განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს შესაძლოა, სადღაც ვაკეში მოგო, თუმცა სამეგრელოში მისი მოგება გამორიცხულია.

„მესმის, რომ სადღაც ვაკეში შეიძლება, სხვადასხვა აზრი იყოს, სამეგრელოში ორი აზრი არ არის ამ თემაზე. იმის დაწერა, რომ იქ მოიგეს, არის შეურაცხყოფა და სულში ჩაფურთხება სამეგრელოს თითოეული მკვიდრის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Facebook Comments