კრიმინალი

სპეცოპერაცია თბილისში _ დაკავებულია უკრაინის 5 მოქალაქე

სპეცოპერაცია თბილისში – გამთენიისას ლიხაურის ქუჩაზესპეცრაზმი და სამართალდამცველები იყვნენმობილიზებული.

დაკავებულია უკრაინის 5 მოქალაქე. ისინი ამავე ქუჩაზე არსებულ სასტუმრო “ალიანსში” 27 ნოემბერს შევიდნენ. ცნობილი ხდება, რომ თავდაპირველად თბილისში 3 მათგანი ჩამოვიდა, მოგვიანებით კი მათ კიდევ 2 პირი შეუერთდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სავარაუდოდ დონბასში მებრძოლიქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში დღეს გაერთიანებულიოპოზიციის მიერ აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

წყარო: ნიუსმედია

Facebook Comments