Uncategorized

ჩინეთში 3 წლის გოგოს ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში მცხოვრებ 3 წლის გოგოს ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ის შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე პატარა პაციენტია. ამის შესახებ AsiaOne წერს.

მარტში ბავშვის დედამ შვილის ტანსაცმელზე უცნაური წითელი ლაქები შენიშნა, რამდენიმე კვირის შემედეგ კი მან ბავშვს მკერდზე სიმაგრე აღმოუჩინა, რის შემდეგაც შვილი ექიმთან მიიყვა.

კვლევებისა და ბიოფსიის ჩატარების შემდეგ ბავშვს ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

გოგოს ოპერაცია ჩაუტარდა. რადგან მას დაავადება ადრეულ ეტაპზე აღმოუჩინეს, ექიმები ვარაუდობენ, რომ ის მთლიანად გამოჯანმრთელდება.

Facebook Comments