პოსტები სოციალური ქსელიდან

ცოტნე გამსახურდია რურუაზე: ძარცვავდა, კლავდა სამეგრელოსა თუ თბილისში…

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ნიკა რურუას გარდაცვალებას პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია შემდეგი შინაარსის სტატუსით ეხმაურება:

“მე უნდა ვთქვა ახლა ნიკა რურუაზე, რაც უკეთებია? უბრალოდ გული მერევა, რომ ზოგიერთებს მხოლოდ დროისა და გამორჩენის გამო გახსოვთ ფაქტები. უბრალოდ ამაყი ვარ იმით, რომ თქვენგან განსხვავებით მაქვს უნარი ობიექტურად მახსოვდეს სიმართლე. არც ის დამვიწყებია, როგორ დააქცია ქვეყანა ჯაბა იოსელიანთან ერთად და აღმერთებდა მას, როგორ არბევდა სამეგრელოს მშვიდობიან მოსახლეობას, ძარცვავდა, კლავდა სამეგრელოსა თუ თბილისში, რუსეთის არმიასთან ერთად ებრძოდა კანონიერ ხელისუფლებას,იყო მრავალჯერ ნასამართლევი და კიდევ უფრო მეტჯერ – შერჩა რაც უკეთებია…

თუ ვინმეს ამის დანახვის თავი და ადამიანობა არ გაქვთ, არაფერი მაქვს თქვენთან საერთო. მიხარია, რომ თქვენნაირი არა ვარ. ეს უბედური ქვეყანა სწორედ იმიტომაა ამ დღეში, რომ თქვენ ასეთები ხართ!” – წერს ცოტნე გამსხახურდია ფეისბუქზე.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni