სოციალური ქსელები და მედია

,,ამ დილით მშრალ ხიდზე გადმოვიარე და ჩემი ბავშვობის ახალი წლები ამედევნა, თვალები დამიელამდა…”

,,ამ დილით მშრალ ხიდზე გადმოვიარე და ჩემი ბავშვობის ახალი წლები ამედევნა, თვალები დამიელამდა…

მერე გამახსენდა მარჯანიშვილის უნივერმაღი(სადაც ახლა თიბისი ბანკია) პირველ სართულზე შესასვლელიდან იწყებოდა საახალწლო ვაჭრობა და ყუთებით ელაგა სათამაშოები და იდგა უუუგრძესი რიგები.

აქ ვერა და ვერ ნახავდით იმ სათამაშოებს, რაც მოსკოვებიდან და ლენინგრადებიდან ჩამოქონათ “პაკუპკებზე” წასულ დედიკო-მამიკოებს, ყველაზე ძვირფასი შაქრის მარცვებმიყრილი ბრჭყვინავი ბურთები იყო და განსაკუთრებული თოვლის ბაბუები…ნუ მებლანდები, ნურც მელანდები, ციმციმ აინთე ბავშვობავ, ჩემს ქვეყანაში ახალი წელი ერთადერთი დღესასწაულია, რომელიც ადამიანებს გვაერთიანებს!!!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო კვაჭანტირაძე

 

Facebook Comments