სოციალური ქსელები და მედია

ნინი ქარსელაძის შეურაცხყოფის გამო მაია დარსმელიძეს პროკურატურაში დაიბარებენ

,,ნამ­დვი­ლად შე­ვი­ტა­ნე სარ­ჩე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, იმე­დი მაქვს, ჩვე­ნი ახა­ლი პრო­კუ­რო­რი შალ­ვა თა­დუ­მა­ძე და მისი სტრუქ­ტუ­რა მალე გა­მო­ი­ძი­ებს საქ­მეს და პა­სუ­ხი მო­ე­თხო­ვე­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც სა­ში­ნე­ლე­ბებს მწერ­და და მე­მუქ­რე­ბო­და”-ამის შესახებ მომღერალმა ნინი ქარსელაძემ ამბები.ჯი-სთან​ ინტერვიუს დროს განაცხადა.

ისივე თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ან­საც და­ი­ბა­რე­ბენ და პა­სუხს მო­სთხო­ვენ სა­მარ­თლებ­რივ ჭრილ­ში. „დათო იმე­დაშ­ვი­ლი ვინ არის, სა­ერ­თოდ არ ვიცი. ერთხელ ჩა­მიგ­დეს მისი სტა­ტუ­სი და მა­შინ გა­ვი­გე მისი არ­სე­ბო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მაია დარსმე­ლი­ძეს… მე სტე­ფა­ნეს­თან ვგრძნობ თავს შერ­ცხვე­ნი­ლად და დამ­ნა­შა­ვედ, რად­გან გა­და­ვე­დი იმ მო­ე­დან­ზე, სა­დაც არას­დროს გა­დავ­სულ­ვარ 28 წლის მან­ძილ­ზე, პრინ­ცი­პე­ბი და­ვარ­ღვიე, მაგ­რამ მაია დარსმე­ლი­ძემ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა „ქუ­ჩის ბი­ჭებს“. ჩემ­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­ტა­რო ნე­ბის­მი­ე­რი ტა­ლა­ხის სრო­ლა, მაგ­რამ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის გა­მოც პრინ­ცი­პებ­საც ვარ­ღვევ. კონ­კრე­ტუ­ლად, რო­მელ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს და­ი­ბა­რებს პრო­კუ­რა­ტუ­რა, ჯერ­ჯე­რო­ბით ამის თქმის უფ­ლე­ბა არ მაქვს“,-განაცხადა ნინი ქარსელაძემ.

Facebook Comments