კრიმინალი

სპეცოპერაციის შედეგად. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე დააკავეს

სამართალდამცველებმა გვიან ღამით თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე ორი პირი, მათ შორის პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი მარგველაშვილის სიძისდაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მ.გ. და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი ორი პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

 

Facebook Comments