ზუგდიდში საპატრულო პოლიციასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციელი გარდაიცვალა

Nusagi

ზუგდიდში საპატრულო პოლიციის შენობასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი შს სამინისტროს ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების თანამშრომელია. ამის შესახებ  შსს-ში აცხადებენ.

უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პოლიციის თანამშრომელს მიკროავტობუსი მაშინ დაეჯახა, როცა ის ქვეითად გზის გადაკვეთას ცდილობდა. მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: