ხელოვნება და კულტურა

„კავკასიელი ტყვე ქალის“ ვარსკვლავი აცხადებს, რომ ფილმის რეჟისორი მას სექსუალურად ავიწროებდა

მსახიობი ნატალია ვარლეი, რომელმაც ფილმში „კავკასიელი ტყვე ქალი“ მთავარი როლი შეასრულა, აცხადებს, რომ ფილმის რეჟისორმა, ლეონიდ გაიდაიმ მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. ამის შესახებ  Комсомольская правда იუწყება.

თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „ბაგირზე მოსიარულე“,  ნატალია ვარლეიმ ერთ ინციდენტზე ისაუბრა, რომელიც ყველასთვის საყვარელი ფილმის გადაღების პერიოდში მოხდა.

შურიკის როლის შემსრულებელ  მსახიობ ალექსანდრ დემიანენკოს დაბადების დღის შემდეგ გაიდაიმ ვარლეი სასტუმრომდე მიაცილა. როდესაც ნომერთან მივიდნენ, რეჟისორმა ოთახში შეაბიჯა და შეეცადა, კარი შიგნიდან ჩაეკეტა.

„და ჩვენ დავსხედით – მე სკამის კიდეზე, ლეონიდ იოვიჩი კი, სავარძელში, ჩემს პირდაპირ. სიტუაცია უხერხულზე კიდევ უფრო უარესი იყო… მე პაუზის შევსება ვცადე და წვეულებაზე და ხვალინდელ გადაღებებზე დავიწყე ლუღლუღი“, – წერს ვარლეი.

ნომერში გაიდაის მეუღლე, ნინა გრებეშკოვა  შევიდა, მაგრამ მალევე თავის ნომერში დაბრუნდა. ვარლეი ყვება, რომ რეჟისორმა კარი ჩაკეტა და მსახიობს კოცნა დაუწყო.

„მე ცირკის აკრობატი ვიყავი, ძლიერი გოგო, მომენტალური რეაქციით, ამიტომ წამებში, არა მხოლოდ ხელი ვკარი გაიდაის, არამედ ოთახიდანაც გავაგდე, კარი კი გასაღებით ჩავკეტე“,-დაწერა მსახიობmა თავის წიგნში.

მისივე თქმით, ამ ინციდენტის შემდეგ რეჟისორმა განუცხადა, რომ მის როლს სხვა მსახიობი გაახმოვანებდა.

 

 

 

Facebook Comments