უკრაინის თავდაცვის მინისტრი – ქერჩის ინციდენტისას უკრაინული მხარე რუსეთის პროვოკაციას არ წამოეგო

Nusagi

უკრაინულ კატარღებს ქერჩის ინციდენტის დროს  რუსებისთვის ცეცხლი რომ გაეხსნათ, ეს რუსეთს საშუალებას მისცემდა უკრაინის მიმართ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედება დაეწყო,-ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მიისტრმა, სტეპან პოლტორაკმა სატელევიო ინტერვიუე დროს განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში უკრაინელმა მეზღვაურებმა გმირობა ჩაიდინეს, როდესაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის პროვოკაციას არ წამოეგნენ და უკრაინა რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიისგან იხსნეს.

„მათ რომ საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ, დღეს ჩვენ აქ არ ვისხდებოდით, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. რუსეთი ამისთვის ემზადებოდა და პროვოკაციას გეგმავდა“,-განაცხადა სტეპან პოლტორაკმა.

ქერჩის სრუტეში 25 ნოემბერს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეებმა სამი უკრაინული სამხედრო კატარღა დააკავეს. რუსეთის მხარე ამტკიცებს, რომ კატარღებმა რუსეთის ტერიტორიული წყლები გადაკვეთეს. 24 უკრაინელი მეზღვაური რუსებმა დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს.

 

Facebook Comments
%d bloggers like this: