გრიგოლ ვაშაძე ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება

Nusagi

გრიგოლ ვაშაძე ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს. საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბის წევრების განცხადებით, ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ინაუგურაციაზე არმისვლაც ადეკვატური გადაწყვეტილებაა.

“ხელისუფლება და მისი წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ დ ამხოლოდ დესტრუქციით არიან დაკავებულნი, რომლებიც უარს ამბობენ ყოველგვარ საუბარზე, მოლაპარაკებებზე, ჩიხში შეყავთ პროცესები, აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი იქნება, რომ გრიგოლ ვაშაძე არ დაესწრება ამას. მითუმეტეს ჩვენ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. ერთი რამ უნდა გვესმოდეს: დესტრუქციულად, არაკონსტრუქციულად იქცევა “ქართული ოცნება” და ეს მათი სტანდარტი იყო 2012 წლიდან მოყოლებული”,– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: