პრინცი ჰარი ძმას მისი ოჯახის დანგრევის მცდელობაში ადანაშაულებს 

Nusagi

პრინცი ჰარი თავის ძმას, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს ოჯახის დანგრევის მცდელობაში ადანაშაულებს. ჰარის მიაჩნია, რომ უილიამსი ცდილობს, ჰარისა და მის მეუღლეს, მეგან მარკლს შორის უთანხმოება ჩამოაგდოს და მათ ურთიერთობა დაძაბოს. ინფორმაციას The Sun საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყარო დეტალებს არ აზუსტებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ჰარის მუდმივად თან სდევს საკუთარი დანაშაულის შეგრძნება, რომ თავის დროზე დედამისი, პრინცესა დიანა ვერ დაიცვა, ახლა კი, ცდილობს, თავის მეუღლე დაიფაროს.

„ის ვერ იტანს ვერანაირ კრიტიკას მეგანის მისამართით- ის იმდენად მგრძნობიარეა, რომ ხშირად ნეგატივს და კრიტიკას იქ ხედავს, სადაც ის რეალურად არ არის“,-აზუსტებს წყარო.

მანამდე, ბრიტანულმა ტაბლოიდებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სამეფო ოჯახში ურთიერთობები დაიძაბა. ძმებს შორის უთანხმოება დასახელდა ერთ-ერთ მიზეზად იმისა, რომ ჰარი და მეგანი საცხოვრებლად კენსინგტონის სასახლიდან სხვაგან გადავიდნენ. მოგვიანებით, აღნიშნული ინფორმაცია უარყოფილი იქნა და მიზეზად მეუღლეების პრივატულობის დაცვის სურვილი დასახელდა.

 

Facebook Comments
%d bloggers like this: