უგემრიელესი სალათა „გოჭი“, მოემზადეთ საახალწლო სუფრისთვის

Nusagi

2019 წელი გოჭის წელია, იმისათვის, რომ ამ ცხოველის საპატივცემულოდ სუფრაზე რაიმე განსაკუთრებული მოათავსოთ, ჩვენ გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელ სალათას, რომელსაც გოჭის ფორმა აქვს.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი რეცეპტის გარდა, ინგრედიენტები შეგიძლიათ თავადაც შეარჩიოთ, მთავარია მას გოჭის ფორმა მისცეთ.

აი, რა პროდუქტები შეგიძლიათ გამოიყენოთ სალათისთვის:

ქათმის ფილე- 350 გრ.

დაკონსერვებული ანანასი- 200 გრ.

დაკონსერვებული სიმინდი- 100 გრ.

მყარი ყველი- 100 გრ.

ნიორი- 1 კბილი;

ნებისმიერი მწვანილი.

მომზადების წესი:

ქათმის ფილე მოხარშეთ მარილიან წყალში და წვრილად დააქუცმაცეთ.

ანანასი დაჭერით კუბიკებად, სიმინდს გადაავლეთ წყალი და გაწურეთ.

მწვანილი წვრილად დაჭერით, ხოლო ნიორი დააქუცმაცეთ. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჯამში და კარგად მოურიეთ, დაუმატეთ მაიონეზი და მარილი გემოვნებით.

გამზადებული სალათა გადაიტანეთ სინზე, მიეცით ოვალური ფორმა, ზემოდან გადაუსვით ცოტა მაიონეზი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.

იმისათვის, რომ გოჭის ფორმა მისცეთ გააფორმეთ ძეხვის ნაჭრებით და თვალების ადგილას გაუკეთეთ ზეთისხილი.

ეს სალათი სადღესასწაულო სუფრის მთავარი კერძი გახდება.

წყარო:cnn.ge

 

Facebook Comments
%d bloggers like this: