სპორტი

სამბოში კადეტთა მსოფლიო პირველობაზე ქართველებმა 7 მედალი მოიპოვეს

კადეტთა მსოფლიო პირველობა სამბოში, რომელიც სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარეობდა, საქართველოს კადეტთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და ჯამში 7 მედალი მოიპოვა: 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. ინფორმაციას საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

კადეტთა მსოფლიო პირველობის ოქროს მედალი ირაკლი დემეტრაშვილმა +84კგ (კასპი) მოიპოვა.

ვერცხლის მედალს დაეუფლა გოგიტა ბაიაძე 78კგ (ქარელი); ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ ლუკა გადელია 46კგ (ფოთი), დავით ბახბახიშვილი 55კგ (თელავი), პაატა ტაბატაძე 72კგ (ხაშური), ნათია კახობერაშვილი 38კგ (მცხეთა), ეკატერინე რაზმაძე 41კგ (კასპი).

საქართველოს კადეტ ვაჟთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

Facebook Comments